საქართველოს ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250 უმსხვილეს კომპანიას შორისაა

საქართველოს ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250 უმსხვილეს კომპანიას შორის მოხვდა და მისი აქციები FTSE 250 ინდექსის ნაწილი გახდნენ. საქართველოს ბანკმა დააკმაყოფილა რამოდენიმე უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტი და კრიტერიუმი, მათ შორის საბაზრო კაპიტალიზაციის და აქციების დღიური ვაჭრობის დონე. FTSE 250 და FTSE 250 All Share Index-ში მოხვედრა გაზრდის საქართველოს ბანკის აქციების ლიკვიდურობას და სანდოობას.

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის ირაკლი გილაურის განცხადებით,  საქართველოს ბანკის მოხვედრა FTSE 250 და FTSE 250 All Share index-ებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბანკის აქციების ლიკვიდურობის გასაუმჯობესებლად და საერთაშორისო ბაზარზე პროფილის განსამტკიცებლად. საქართველოს ბანკი უნიკალურია FTSE ინდექსში შემავალ ბანკებს შორის რადგან ინვესტორებს სთავაზობს წვდომას სწრაფად მზარდ ქართულ ბაზარზე და აქვს ბალანსის ლიკვიდობის და შემოსავლიანობის ძლიერი მაჩვენებლები.

საქართველოს ბანკი ულოცავს ყველა მის მომხმარებელს და მეგობარს ამ მნიშვნელოვან წარმატებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Connect with Facebook

*

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>