საქართველოს ბანკმა 250 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ევროობლიგაციები გამოუშვა

საქართველოს ბანკმა 250 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ევროობლიგაციები გამოუშვა. საქართველოს ბანკის 5 წლიანი ევროობლიგაციების  საპროცენტო განაკვეთმა 7.750% შეადგინა. ობლიგაციებზე განაცხადი გააკეთა 50–ზე მეტმა ინსტიტუციონალურმა ინვესტორმა აშშ–დან, აზიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, შვეიცარიიდან, იტალიიდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან.

ობლიგაციების განთავსების შედეგად შემოსული თანხები მოხმარდება სამუშაო კაპიტალის საჭიროებებს, ასევე მოახდენს ბანკის ფინანსური რესურსების საშუალო ღირებულების ოპტიმიზაციას.

საქართველოს ბანკის 250 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ევროობლიგაციების განთავსებას ხელმძღვანელობდნენ: Credit Suisse Securities (Europe) Limited, J.P. Morgan Securities Ltd. და Merrill Lynch International. ბანკის ერვოობლიგაციებს რეიტინგი მიენიჭა სამი გლობალური სარეიტინგო სააგენტოსგან:  BB- (Fitch), Ba3 (Moody’s) და BB- (Standard & Poor’s). ობლიგაციები სავაჭროდ დაშვებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Connect with Facebook

*

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>