საქართველოს ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმლისტინგშია

საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის აქციები ამიერიდან ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმლისტინგში ივაჭრება, საქართველოს ბანკის წარმომადგენლება საზეიმოდ გახსნეს ლონდონის საფონდო ბირჟის ბაზარი.

ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმლისტინგში სულ 1,000-მდე კომპანიაა განთავსებული, მათ შორის მხოლოდ ხუთი უმსხვილესი ბრიტანული ბანკი და მეექვსე ბანკი – საქართველოს ბანკია!

საქართველოს ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2006 წლიდანაა. აქამდე, ბანკის აქციები ბირჟაზე გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების სახით იყო წარმოდგენილი. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში გამჭვირვალობის უკვე ჩამოყალიბებულმა კულტურამ და კორპორაციული მართვის უმაღლესი სტანდარტების არსებობამ, განაპირობა საქართველოს ბანკის მარტივი და ბუნებრივი გადასვლა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ყველაზე მაღალი ხარისხის ლისტინგში.

ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმლისტინგის სეგმენტში განთავსება, საშუალებას მისცემს ბანკს გაზარდოს მისი აქციების ლიკვიდობა, მნიშვნელოვნად გააფართოვოს ინვესტორთა წრე, რადგანაც ბანკის აქციებზე წვდომას მიიღებენ საერთო ჯამში, დაახლოებით 4 ტრილიონი აშშ დოლარის მოცულობის კაპიტალის მმართველი საინვესტიციო ფონდები. პრემიუმლისტინგში მოხვედრილი კომპანიები, მათ შორის საქართველოს ბანკი, ყველაზე მაღალი სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად რეგულირდება, რის შედეგადაც ასეთ კომპანიებში მაღალია გამჭვირვალობის დონე და კორპორაციული მართვის ხარისხი.

გილოცავთ თქვენი ბანკის ამ უმნიშვნელოვანეს წარმატებას!

 

5 thoughts on “საქართველოს ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმლისტინგშია

  1. იმედია ეხლა მაინც მოგვცემს PayPal ქართველებს რეგისტრაციის უფლებას..

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: wdcompany.ge კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Connect with Facebook

*

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>